ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი: ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება

ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი: ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა - საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა. „ეს ჩვენ ვიხილეთ ბელარუსშიც. ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა - საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა. „ეს ჩვენ ვიხილეთ ბელარუსშიც. ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოია…

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა - საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.

„ეს ჩვენ ვიხილეთ ბელარუსშიც. ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, ორი ადამიანი, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეები მძევლებად ჰყავთ აყვანილი. ორივე რეჟიმი ციხეში სვამს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს, ორივე კლავს საკუთარი ერის მომავალს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ ეშინიათ თავისუფლების, ეშინიათ სიტყვის თავისუფლების. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ასევე აძევებენ ევროპულ ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ირონია კი ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა, ანუ მათ ისწავლეს დემოკრატია იმისთვის, რომ მოგვიანებით ის დაენგრიათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი საერთოდ არ ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი არიან ევროპელები, რომლებიც, დარწმუნებული იყავით, ისევე როგორც ჩვენ, უწყვეტად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება, ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ თავიანთი ღალატისთვის“, - დასძინა მან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს