ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს - მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს - მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე…

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს - მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ.

„ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურს. მინდა ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა: გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ, უპირობოდ, ისევე, როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმარი და მივცეთ მათ საშუალება შევიდნენ ევროკავშირში. ასევე მინდა ვთქვა: შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა. დადგა გადამჭრელი და კოორდინირებული მოქმედებების დრო ივანიშვილის, მისი აქტივებისა და იმ ადამიანთა მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ინარჩუნებენ ჩაგვრის ამ სისტემას“, - თქვა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს