ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ტომაშ ფროელიხი ევრობიუროკრატებს: თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ

ტომაშ ფროელიხი ევრობიუროკრატებს: თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყ…

საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ფროელიხის თქმით, საქართველოსთან კონფრონტაცია მათ ინტერესებში არ შედის.

„ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?

თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით, და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას. რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა, „კარგი მმართველობის ინდექსით“ ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ - აი, ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს