ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლ…

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დიალოგის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო შეფასებებსა და 2024 წლის არჩევნების ირგვლივ გაჟღერებულ განცხადებებზე.

„მადლობა, ლუის გრასა, თქვენი სიტყვისა და ყურადღებისთვის იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება საქართველოს და ყველაზე მეტად პრობლემატურია ქართველი ხალხისთვის. ვგულისხმობ იმის აღნიშვნასა და ხაზგასმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

მართლაც, იზოლაცია არ არის პრობლემიდან გამოსავალი და საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვზომავთ დემოკრატიის დონეს ან დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად და პროგრესულად აფასებენ საქართველოს. ამრიგად, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ნეგატიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა არჩევნების შედეგების და ახსენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს [ political detention] - ეს მიუღებელია საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ასეთი აღქმები და დამოკიდებულებები [საუბარია აღქმებზე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სხვა ნეგატიურ შეფასებებზე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან] ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არსებობს. უფრო მეტიც, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიტიური დასკვნა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. პირველ რიგში, ამ დასკვნას პატივი უნდა სცეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც შემდგომ შეიმუშავა რეზოლუციები და დეკლარაციები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგიბაშია მათ მიერვე საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნასთან.

ამრიგად, თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს