ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ „გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ

ირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ „გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მომღერალი ირმა სოხაძე, როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში მხოლოდ საზოგადოებისთვის აქვეყნებს პოსტს და არა სააკაშვილის პასუხად. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მომღერალი ირმა სოხაძე, როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში მხოლოდ საზოგადოებისთვის აქვეყნებს პოსტს და არა სააკაშვილის პასუხად. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირ…

მომღერალი ირმა სოხაძე, როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში მხოლოდ საზოგადოებისთვის აქვეყნებს პოსტს და არა სააკაშვილის პასუხად. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სოხაძის განმარტებით, „ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ „გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!“

მისივე თქმით, ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და ვერც დასკვნები გამოიტანეს.

„ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიოობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ „გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "პირადი ინტერესი" ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!

რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა - ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია.

მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია.“- წერს ირმა სოხაძე.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა დაწერა, „სოხაძის მეუღლე 90-იან წლებში გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს“ და სწორედ ამიტომ იყო სოხაძისთვის სააკაშვილის მმართველობა აუტანელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს