ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება

გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქ…

გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, ზნედაცემული რადიკალებისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხრიდან ყალიბდება მითები, თითქოს მამაკაც მსჯავრდებულებსა და ქუჩაში ეჭვმიტანილ პირებს პოლიცია ან ბადრაგი აუპატიურებს, ან მათ მიმართ გაუპატიურების მცდელობას ახორციელებს. მისი თქმით, მსგავს სისტემურ ძალადობაში დამნაშავე სწორედ ის რეჟიმი იყო, რომლის დანაშაულების დავიწყებასაც დღეს ცდილობენ.

„ზნედაცემულ რადიკალებსა და მათ ფეხის ხმას აყოლილ დოქსოპულოებში ფსევდოლიბერალური “#MeToo“-ს მსგავსი კამპანიის ჩანასახია — მითები, თითქოს მამაკაც მსჯავრდებულებსა და ქუჩაში ეჭვმიტანილებს პოლიცია ან ბადრაგი აუპატიურებს ან ამის მცდელობას ახორციელებს. მაშინ, როცა ასეთი სისტემური ძალადობის დამნაშავე სწორედ ის რეჟიმი იყო, რომლის დანაშაულების დავიწყებასაც დღეს ცდილობენ.

გარეწარი სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს — მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება.

თუ ამ ხელოვნურად შექმნილი „წამებულების“ მიზანი ევროპაში ლტოლვილად ჩაბარება, „ნარკოგანეცობის“ გამართლება, სასჯელის შემსუბუქება ან სხვა პირადი სარგებელია, ეს მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს: მორალისგან დაცლილი ადამიანი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი — ეს ფსკერი კი არა, ფსკერს ქვემოთ არსებული უფსკრულია.

(„#MeToo“ კამპანია — 2017 წელს აშშ-ში გავრცელებული კამპანია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მხილების სახელით, რომელიც არაერთ შემთხვევაში საჯარო ბრალდებას ფაქტებისა და მტკიცებულებების დადგენაზე წინ აყენებდა. სწორედ ამიტომ მისი კრიტიკა უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფას, მანიპულაციურ ბრალდებებს და საჯარო განკითხვის იარაღად ქცევის რისკს.)“, - წერს გია აბაშიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს