ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე: ეს იყო საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ, რომლის მიზანიც იყო ერთადერთი - პოლიტიკური ხმაურის შექმნა, რაღაც განწყობების გაჩენა და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანება. რეზოლუციებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე: ეს იყო საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ, რომლის მიზანიც იყო ერთადერთი - პოლიტიკური ხმაურის შექმნა, რაღაც განწყობების გაჩენა და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანება. რეზოლუციებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თითქმის, ცარიელ დარბაზში გაიმართა, საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ უწოდა. მისივე შეფა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თითქმის, ცარიელ დარბაზში გაიმართა, საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ უწოდა. მისივე შეფა…

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თითქმის, ცარიელ დარბაზში გაიმართა, საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ უწოდა. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ დაკვეთების შემსრულებელი იყო და ამიტომ ცდილობენ მის დახსნას ქართული მართლმსაჯულებისგან.

„საზოგადოებამ ნამდვილად მოისმინა იგივე ტექსტები, იგივე უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოება. ეს იყო საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ, რომლის მიზანიც იყო ერთადერთი - მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხმაურის შექმნა, რაღაც განწყობების გაჩენა და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანება. ინსტიტუციურადაც და სამართლებრივადაც ამ რეზოლუციებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მათთვის მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, რასაც დაუკვეთდნენ, იმას ასრულებდა. ბუნებრივია, ისინი ცდილობენ საკუთარი აგენტის გადარჩენას და ქართული მართლმსაჯულებიდან გახსნას“, - განაცხადა მახაშვილმა.

საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს