ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გიორგი ვოლსკი ბურჭულაძეზე: ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან

გიორგი ვოლსკი ბურჭულაძეზე: ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამართლებრივად, მთავარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც გაფორმდება, მისი განცხადებების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი პაატა ბურჭულაძის განცხადებას. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრებით, ბურჭულაძე ბულინგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამართლებრივად, მთავარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც გაფორმდება, მისი განცხადებების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი პაატა ბურჭულაძის განცხადებას. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრებით, ბურჭულაძე ბულინგ…

სამართლებრივად, მთავარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც გაფორმდება, მისი განცხადებების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი პაატა ბურჭულაძის განცხადებას. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრებით, ბურჭულაძე ბულინგს ელოდება.

„რასაკვირველია, ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან, რომ ის რევოლუციის ლიდერია და რევოლუციის ლიდერმა და მხედართმთავარმა არ უნდა მიატოვოს თავის ჯარისკაცები, რომლებიც მას აყვნენ და ახლა სასჯელს იხდიან კანონის დარღვევის გამო. უნდათ, რომ ის ექსტრემიზმი, რომელსაც ხალხის გარკვეული რაოდენობა ავსებს, არ შენელდეს. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ამდენი დღე გაატარეს ქუჩაში, შემდეგ შენელდა, შემცირდა, გამოჩნდა უპერსპექტივობა და ამას ებრძვიან ახლა დღეს“, - მიიჩნევს ვოლსკი.

პაატა ბურჭულაძემ დაწერა, რომ საპროცესო შეთანხმება, პატიმრობიდან გათავისუფლების საშუალებაა. მანამდე პროკურატურას განცხადებებით მიმართეს 4 ოქტომბრის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის სხვა ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს