ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა . რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა . რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატებ…

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატები ოპოზიციონერების - ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის, აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ ითხოვენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერები ციხეში „მშვიდობიანი პროტესტის“ გამო არიან.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები და სავიზო შეზღუდვები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ქალაქ თბილისი მერს კახა კალაძეს.

დოკუმენტი აგრეთვე გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ.

ევროპარლამენტარების მტკიცებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო თბილისში დაიხურა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს