ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

თორნიკე ჭეიშვილი 2027 წლის ბიუჯეტზე: ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება - ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა

თორნიკე ჭეიშვილი 2027 წლის ბიუჯეტზე: ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება - ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. „ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული აქცენტი კეთდებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. „ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული აქცენტი კეთდებ…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

„ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული აქცენტი კეთდება იმ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ასევე განათლებასა და შესაბამისი რეფორმები განხორციელებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება. ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 კომიტეტის - ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. პირველად ვერსიაში ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში, 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. იზრდება ყველა უწყების დაფინანსება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ასევე იზრდება პენსია. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ერთიანი აგროპროექტის მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსება და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს დასამტკიცებლად, ნოემბრის ბოლოს წარუდგენს ფინანსთა სამინისტრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს