ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების  სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო. ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო. ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირ…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის.

„სულ ახლახან საფრანგეთის მოთხოვნით სანქციებიდან ამოიღეს რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი — მეტალურგიის, სამთო-მოპოვების, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ბიზნესმენი; სლოვაკეთის მოთხოვნით კი სანქციები აღარ გაუგრძელდა „ალფა-ბანკის“ თანადამფუძნებელ მიხაილ ფრიდმანს, რომლის მოხსნასაც ლუქსემბურგიც ითხოვდა.

ახლა კი ესტონეთის [კაია კალასის სამშობლო] მოთხოვნით ახალი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს რუსული კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი. კომპანია სტრატეგიულ ნედლეულს აწვდის ესტონურ NPM Silmet-ს, რომელიც იშვიათმიწა მასალებს ამუშავებს და მის პროდუქციას ევროპული ელექტრომობილების, ქარის ტურბინების, ელექტრონიკის, საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები იყენებენ.

ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ — საკუთარი თავისთვის. და როცა წესების დამწერი მათივე პირველივე შესაძლებლობაზე გვერდს უვლის, ყველაზე ხმამაღლა სწორედ მისი მორალური ავტორიტეტის სიცარიელე ისმის.“- წერს აბაშიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს