ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

გიორგი შარაშიძე – პაატა ბურჭულაძემ სიმართლეზე უნდა ისაუბროს, როგორ გამოიწვია ავანტიურაში მისმა თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ „ქართული ოცნების“ გაძლიერება და საპროტესტო მოძრაობის დასუსტება

გიორგი შარაშიძე – პაატა ბურჭულაძემ სიმართლეზე უნდა ისაუბროს, როგორ გამოიწვია ავანტიურაში მისმა თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ „ქართული ოცნების“ გაძლიერება და საპროტესტო მოძრაობის დასუსტება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებ, სიმართლეზე ისაუბროს. არ გამოვრიცხავ, შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ უნდა შეძლოს და ახსნას, როგორ გამოიწვია მისმა მცდელობამ, ავანტიურაში თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ, „ქართული ოცნების“ ავტორიტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებ, სიმართლეზე ისაუბროს. არ გამოვრიცხავ, შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ უნდა შეძლოს და ახსნას, როგორ გამოიწვია მისმა მცდელობამ, ავანტიურაში თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ, „ქართული ოცნების“ ავტორიტ…

პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებ, სიმართლეზე ისაუბროს. არ გამოვრიცხავ, შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ უნდა შეძლოს და ახსნას, როგორ გამოიწვია მისმა მცდელობამ, ავანტიურაში თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება და ოპოზიციის, ზოგადად, საპროტესტო მოძრაობის დასუსტება და ეს ფაქტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს.

„ბატონმა პაატამ უნდა ახსნას, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს თუ იყო შეცდომა, უნდა დაარქვას შეცდომას – შეცდომა, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, პაატა ბურჭულაძემაც გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, გიორგი შარაშიძე პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად ვაფასებთ. არ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვინც იქ მართლა შემთხვევით მოხვდა და უპასუხისმგებლო ორგანიზატორების გამო მოხვდა ციხეში, მაგრამ ვინც უშუალოდ ორგანიზატორი იყო და ამბობდა, ოთხში ვიწყებთ, ოთხში ვამთავრებთო და თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ბინძური პროვოკაციის აღსრულებას, ამ ხალხმა ამაზე უნდა ისაუბროს, მათ შორის ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს