ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს - საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს - საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის…

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სეფაშვილმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და აღნიშნა, რომ ქვეყანა შუა დერეფნის ლოგისტიკური, ციფრული და ენერგეტიკული ჰაბად იქცევა. მისივე თქმით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებაში, აქართველო საკვანძო როლს ასრულებს.

„ბოლო წლებში საქართველო ინტენსიურად ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კავკასიის და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისათვის უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელს და წვდომას უზარმაზარ ბაზრებთან

ნება მომეცით, მოკლედ მიმოვიხილო მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტები.

უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ეს კაბელი ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ელექტრონულ სისტემას ევროპის ელექტრონულ სისტემასთან, რუმინეთის გავლით, რაც ქმნის საშუალებას ათვისებული იქნას საქართველოსა და აზერბაიჯანის მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკული რესურსები და მომავალში კი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალიც. გასაკვირი არ არის რომ ამ პროექტს ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა.

კიდევ ერთი პროექტია შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც ქმნის უმოკლეს ინტერნეტ დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის და რომელიც ამჟამად ხორციელდება. იგი საქართველოს მნიშვნელოვან ციფრულ კარიბჭედ გადააქცევს

მესამე პროექტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. ის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოში ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ერთობლივად და ცალ-ცალკე, ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებას. სადაც, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მშვიდობიან გარემოში ერების ჯეროვანი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს