ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობ…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობის ზრდას სწრაფად ცვალებად გარემოში და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო დიალოგი დარგის პროფესიონალებს შორის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, მიგრაცია, გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია აჩენს ახალ გამოწვევებს, პასუხისმგებლობის ახალ ფორმებს და საერთაშორისო თანამშრომლობის მზარდ საჭიროებას“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მტკიცედ უნდა იყოს დაფუძნებული სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

პაატა სალიამ სამიტის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

სამართლის საერთაშორისო სამიტი ქალაქ სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს. ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს