ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკე…

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი სფეროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ მექანიზმებზე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეაბილიტაციის პროგრამებსა და ციფრულ განვითარებაზე.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ კონვენციას ერთ-ერთი პირველები შეუერთდნენ.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს