ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე:საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე:საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა, რა თქმა უნდა ის ნორმალურ ადამიანს თეორიულა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა, რა თქმა უნდა ის ნორმალურ ადამიანს თეორიულა…

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა, რა თქმა უნდა ის ნორმალურ ადამიანს თეორიულად ვერ შეარჩევდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას, რომელიც ევრონულ ბანკში ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს პროკურატურას.

„პროკურატურას ვაცადოთ თუ ბრალს წაუყენებენ და ეს ბრალი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ის წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ყოფილ პრეზიდენტსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არასდროს იყო დაფუძნებული საქართველოს კეთილდღეობაზე. თავიდან ის რაღაცას თამაშობდა, მაგრამ როგორც კი თავისმა პატრონებმა იმ ადგილზე მიიყვანეს, სხვადასხვა გზებით, პირდაპირ დაიწყო იმ თვისებების გამოვლინება, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოს კეთილდღეობასთან - ეს არის მისი პატრონების დავალებების შესრულება, ეს არის მისი პირადი ხუშტურების დაკმაყოფილება საკადრო საკითხებში და ასე შემდეგ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს