ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ნიკოლოზ სამხარაძე – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოწინავე ქვეყნების კალათაში ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა

ნიკოლოზ სამხარაძე – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოწინავე ქვეყნების კალათაში ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა, ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, უამრავი სხვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა, ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, უამრავი სხვ…

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა, ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, უამრავი სხვა ინდიკატორი და კვლევაა, რომელიც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას.

„სადაც მიკერძოებაა და პოლიტიკური ინტერესია, საქმე გვაქვს სრულიად სხვაგვარად, ტყუილებით გაჯერებულ დოკუმენტთან. ამიტომ, ჩვენ ყურადღება სწორედ ასეთ დოკუმენტებს და ასეთ კვლევებს უნდა მივაქციოთ და ევროპარლამენტის რეზოლუცია უნდა დავაიგნოროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს