ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა ის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, - განუცხადა ს…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, - განუცხადა ს…
საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც შეხვედრები იმართება ევროკავშირიდან აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებთან, ისინი აცხადებენ, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ევროპარლამენტს.
„ევროპარლამენტი არ არის საინტერესო. ჩვენ როცა ვხვდებით ხოლმე აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებს ევროკავშირიდან, ისინი გვეუბნებიან ხოლმე, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს. პირდაპირ გვეუბნებიან ხოლმე ამას შეხვედრებზე. საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს“, - განაცხადა პრემიერმა.