ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე, - განუცხადა ტანზანიაში ვიზიტად მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ქართულ მედ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე, - განუცხადა ტანზანიაში ვიზიტად მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ქართულ მედ…

ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე, - განუცხადა ტანზანიაში ვიზიტად მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ქართულ მედიას.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებების გამო აბულინგებენ.

„ირონიით ვიტყვი - შვილი ასეთი უნდა გაზარდო მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის სინამდვილეში, რასაც „ნაცობა“ ნიშნავს - პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში. „ნაცი“ ოჯახშიც ნაცია და გარეთაც. სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, მათ შორის არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს თვეების განმავლობაში პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩის პირადი ჩართულობით 2024 წლის არჩევნებიდან.

ხდებოდა კულტივირება აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს, შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ. გამოვიდა ევროკომისრის პრესსპიკერი, რომელმაც თქვა, რომ მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბრის აქციას, რომელიც დაანონსებული იყო როგორც დამხობის აქცია. მივიღეთ ეს, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, აღმოჩნდნენ ციხეში, იხდიან სასჯელს და რა მიიღეს სანაცვლოდ?! ისინი არიან დღეს მხოლოდ მასალა ევროპარლამენტის რეზოლუციებისთვის და განცხადებებისთვის. მასალად ჰყავს ბრიუსელს გამოყენებული ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ. ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს