ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილი შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანასაც ცდილობდეს

ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილი შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანასაც ცდილობდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაც იყოს, – ამის შესახებ განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაც იყოს, – ამის შესახებ განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფა…

სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაც იყოს, – ამის შესახებ განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

კერძოდ, ჯაფარიძეს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აღიქვამს მას არც კონკურენტად და არც პოლიტიკურ პარტიად.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არ სჭირდება საზოგადოებას ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება.

„სამწუხაროდ, ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. შეიძლება, ეს არის ასევე მცდელობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს სხვაგან. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურს. ეს არის „ლელოს“ შექმნის მიზანი და მიზეზი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს