ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

თენგიზ შარმანაშვილი: ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს

თენგიზ შარმანაშვილი: ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ლუქსემბურგში ევროკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ლუქსემბურგში ევროკ…

ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველო მზადაა ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ის საგნობრივი და სამართლიანი იქნება.

„ამ სხდომას ევროკომისარი კაია კალასი ხელმძღვანელობს. ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას. შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, საქართველოს კი არ დაუძახებს ხოლმე. რაღაც უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მაინც გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძალავს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ეს იქნება საგნობრივი და სამართლიანი. თუ იმის განხილვა იქნება, რომ ვიღაც-ვიღაცები პოლიტპატიმრები არიან იმ ფონზე, როდესაც ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლოს აქვს განხილული და შენ პოლიტიკურად გინდა ჩაასწორო სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთი მიმართულებები ჩვენთვის ავტორიტეტული ვერ იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იმყოფებიან. სხვადასხვა საკითხთან ერთად ისინი დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს