ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს

შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურ…

ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „დავით ქაცარავამ დაწერა პოსტი, რომ ლაშა ბექაურის ნებისმიერი გამარჯვება ნულოვან ემოციას იწვევს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?“

„ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირები, რომლებიც მეომრებად არიან წარმოჩენილები, შემდეგ თბილ კუთხეში იმალებიან და მე მგონი, ეს ტიპური მოვლენაა. ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან. გასაგებია, რომ ჭიანჭველების პწკენა ჩვენს მართლა ლომ კაცს - ლაშა ბექაურს არ მგონია ანაღვლებდეს. ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ბექაურმა გვაჩვენა და ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტს, რომ შეიძლება დაგვჭრან, ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ყოველთვის იმარჯვებს ყოველთვის. დღესაც ბევრი ცდილობს რომ დაგვაზიანოს, ხან სანქციებით, ხან რით, მაგრამ საქართველო საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს. ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა ამ ორ ბრძოლაში, რომელიც ცალი ფეხით, დაზიანებულმა, მოიგო და დაამარცხა მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს