ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი: სჯობს ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. მე ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა

შალვა პაპუაშვილი: სჯობს ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. მე ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთა…

ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასების კომენტირებისას.

მისივე თქმით, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების გააზრებული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და მთელი ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე.

„რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა და როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გასწირეს ქვეყანა და ხალხი. დღეს, იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ორგანიზატორები არიან 4 ოქტომბრის და მათ მიმართ მოწყალების საკითხის მიმართ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა, ის, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ.

სჯობს ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. მე ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს