ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

კახა კალაძე „ევროპის დღეზე“: ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან

კახა კალაძე „ევროპის დღეზე“: ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ძალადობრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ძალადობრ…

ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფის მიყენება, გარედან იმართება.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ჯგუფის მიწვევის საკითხს, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოში დიპლომატია არ არსებობს და ამ ფაქტშიc გასაკვირი არაფერია.

„დღეს დიპლომატია არ არსებობს. აბა, დამისახელეთ ერთი დიპლომატი. რომელ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? პირდაპირ აქციებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოების წევრებს, ახალისებდნენ. რა დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? რომელ დიპლომატიაზეა საუბარი?“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს