ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?“

კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია „…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია „…

„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის ლიდერების პოსტების მხარდასაჭერად არაავთენტური გვერდები შეიქმნა.

კახა კალაძემ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაავთენტური გვერდების გამოყენება არ სჭირდება, რადგან მათ საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვთ.

„მარტივ შეკითხვას ვსვამ: ვისგან ფინანსდება „სამართლიანი არჩევნები“? ვნახოთ, საიდან იღებს დაფინანსებას და თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება ძალიან მარტივად. ჯერ „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? აგერ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები კონკრეტულ ქალაქებში. აი, ეს არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. იცით, რა არის პრობლემა? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ. ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი, რომ რაც უფრო მალე დაანახებთ რეალობას, უფრო კარგი იქნება თქვენთვის. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი, შეფასება გააკეთო და სწორი დასკვნები გამოიტანო შენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს