ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინის…

კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.

მისი შეფასებით, მიუღებელია საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა მსგავსი მეთოდებით.

„ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნარატივი, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში, მუდმივად ვხედავთ ევროპარლამენტში, ვხედავთ ევროპის საბჭოში. იყო მცდელობა, ეუთო-შიც გამოეყენებინათ, გახსოვთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ევროსაბჭო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს? ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ეს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებია.

„ნამდვილად, ასეთი ძლევამოსილიც არ არის ჩვენი ოპოზიცია, რომ მას უჯერებს მთელი სამყარო. ეს ასე არ არის, ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომელთაც ემსახურება ოპოზიცია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს