ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას, - წერს პოლიტოლოგი მარჩინ როსოლოვსკი სტატიაში , რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას, - წერს პოლიტოლოგი მარჩინ როსოლოვსკი სტატიაში , რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართვ…

პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას, - წერს პოლიტოლოგი მარჩინ როსოლოვსკი სტატიაში, რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტებს აკრიტიკებს.

როსოლოვსკის თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ვარშავა საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უწუნებენ, თავად პოლონეთში საგანგაშო ვითარებაა.

„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე. რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე.

სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელის ბიჭი დაემკვიდრებინა.

ოჰ, კინაღამ დამავიწყდა - არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით. რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“,- აცხადებს როსოლოვსკი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს