ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

მაკა ბოჭორიშვილი: ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი: ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ე…

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორივე ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის.

„ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ამ შემთხვევაში, ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სწორედ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე განვიხილოთ პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიზიტის ფარგლებში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ვიეტნამიდან ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს