ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლევან მახაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე: ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს

ლევან მახაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე: ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართ…

ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას.

მისი თქმით,საქართველოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ნამდვილი ევროპული ღირებულებების.

„ნებისმიერი კულტურული თუ საზოგადოებრივი ღონისძიება უპირველეს ყოვლისა პატივს უნდა სცემდეს ადგილობრივი საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებს და ზოგადად ამ საზოგადოებას. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის დღეების სახელით ხდება ისეთი აქტორების წახალისება, რომლებიც თავისი საქმიანობით პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ კულტურას, საზოგადოებას, უხეშად არღვევენ ამ საზოგადოების წესებს, შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მინიმუმ გაუგებარია საზოგადოებისთვის ასეთი დღეები“, - განაცხადა მახაშვილი.

ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული ევროპის დღის ღონისძიებაზე, კახეთში, უკრავდა და მღეროდა ჯგუფი, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი კი ჯგუფის შესრულებულზე ცეკვავდა. სცენიდან ისმოდა ერთ-ერთი კომპოზიციაც, რომელსაც საპროტესტო აქციებზე აჟერებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერჩინსკი არ გამიჯვნია ჯგუფის შეურაცხმყოფელ გზავნილებს და გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მუსიკოს კორძის, რომლის განცხადებებმაც ასევე მილიონზე მეტი ქართველი შეურაცხყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს