ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ირაკლი კობახიძე: ამტკიცებდნენ, რომ, თითქოს, ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, რა სანქციებიც, თავის დროზე, წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული

ირაკლი კობახიძე: ამტკიცებდნენ, რომ, თითქოს, ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, რა სანქციებიც, თავის დროზე, წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თა…

ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თავის დროზე წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს.

„საუბარი იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა ქართულ პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე გავლენა, რაც მათ შორის თავისუფლად შეიძლებოდა აღექვა საზოგადოებას როგორც თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს. ეს მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს თავის დროზე წინა ადმინისტრაციიდან და რაც შეეხება საზოგადოებაზე ზეგავლენას, ეს საერთოდ აბსურდია ხომ? რა საზოგადოებაზე ზეგავლენა ჰქონდა ფარცხალაძეს, ეს საერთოდ კომიკურია ხომ? საზოგადოებაზე არ ჰქონია არავითარი ზეგავლენა, ყველამ ვიცით. და პოლიტიკაზე ზეგავლენა რომ ჰქონოდა, ამასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ანუ ისიც ყალბი იყო. რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკაზე გავლენაზე ჰქონდათ საუბარი და საზოგადოებაზე რა გავლენა ჰქონდა. მედიამაგნატი იყო, თუ რაიმე სხვა ფორმით იყო ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში?! ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი იყო. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თავის დროზე წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს