ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

პრემიერი: ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება

პრემიერი: ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაი…

წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან.

„წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებიდან ჩვენ შუამავლის მეშვეობით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, შვილობილი კომპანია იგივეა, რაც შესაბამისი პარტნიორი, ანუ მათი შვილობილი კომპანიებია და არა შუამავალი კომპანიები, შესაბამისად ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შუამავლის გარეშე ვახორციელებთ დენის იმპორტს. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება. როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, რომ ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს