ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს, - განაცხადა ოკუპირებული ტე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს, - განაცხადა ოკუპირებული ტე…

საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, სწორედ აქ ჩანს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობა: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.

„პენსიის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა მიმდინარე ეკონომიკურმა განვითარებამ, წინსვლამ და იმ მაჩვენებლებმა, რომლებიც საბიუჯეტო პროცესს აქვს. ბუნებრივია, ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის გარემოებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავად ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, წლიდან წლამდე მეტი განვითარებისა და ეფექტის მისაღწევად.

თუ ერთ წელიწადს დავხარჯავთ ყველა თანხას, ბუნებრივია, იქ აღარ დარჩება შესაძლებლობა განვითარებაზე ზრუნვისთვის და ა. შ. ამიტომ ყველა ეს საკითხი აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული და გათვლილი. ეს ხელისუფლების წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი გამოხატულება პენსიის ზრდაცაა. საკმაოდ დიდი თანხის მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ საპენსიო დაფინანსება გაზრდილი მოცულობით განხორციელდეს. საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს