ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

თამთა მეგრელიშვილი: ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს

თამთა მეგრელიშვილი: ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სწრაფად მიმდინარე მოვლენების პირობებში, სადაც გეოპოლიტიკური რუკა ყოველდღიურად იცვლება, ქართული სახელმწიფო ახალი რეალობის აქტიური, საჭირო და სტრატეგიულად მომზადებული მოთამაშეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სწრაფად მიმდინარე მოვლენების პირობებში, სადაც გეოპოლიტიკური რუკა ყოველდღიურად იცვლება, ქართული სახელმწიფო ახალი რეალობის აქტიური, საჭირო და სტრატეგიულად მომზადებული მოთამაშეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი…

სწრაფად მიმდინარე მოვლენების პირობებში, სადაც გეოპოლიტიკური რუკა ყოველდღიურად იცვლება, ქართული სახელმწიფო ახალი რეალობის აქტიური, საჭირო და სტრატეგიულად მომზადებული მოთამაშეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი განცხადებით, რბოლაში, სადაც სახელმწიფოთა როლის დანახვა მათი მხრიდან გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადის, ქართული სახელმწიფო უპრეცედენტო მოქნილობას ავლენს.

„ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს, რათა შექმნას ახალი შესაძლებლობები და სახელმწიფო მყარად იყოს ინტეგრირებული მომავლის უმსხვილეს საერთაშორისო პროექტებში.

ეს სტრატეგიული ინტეგრაცია ქვეყანას მოუტანს უპრეცედენტო ეკონომიკურ სარგებელს - გაზრდილ სატრანზიტო შემოსავლებსა და ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო გლობალური მოთამაშეების (დასავლეთისა და აზიის) მხრიდან საქართველოს სტაბილურობისადმი ინტერესის ზრდა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წონას.

შესაბამისად, აღნიშნული გეგმების რეალიზაცია საქართველოს მიანიჭებს უნიკალურ გეოსტრატეგიულ ფუნქციას - გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უალტერნატივო, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი სატრანზიტო ჯაჭვის ნაწილი.

მჯერა, რომ დასახული სტრატეგიით წარმატებით განხორციელდება საქართველოს გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია გლობალური მიწოდების ჯაჭვში“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს