ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

პრემიერი: 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ, ეს არის მწამებელი „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი

პრემიერი: 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ, ეს არის მწამებელი „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე…

2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებელი „ნაცები“ ხელისუფლებაში.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით ერთი თვის წინ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, მოძალადეები გამოუშვითო, მოძალადეებს რაც შეეხება, 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული, აქაც უნდათ, რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მათ რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებლები „ნაცები“ ხელისუფლებაში. მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი.

ევროპარლამენტის საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა, საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს