ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

ირაკლი კირცხალია: ბრიუსელისგან როცა ვხედავთ კრიტიკას, ამას უნდა მოჰყვებოდეს დისკუსია, თუმცა საუბარში ვერ შემოდიან, ამიტომ ვისმენთ უტიფარ განცხადებებს, სწორედ ეს აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას

ირაკლი კირცხალია: ბრიუსელისგან როცა ვხედავთ კრიტიკას, ამას უნდა მოჰყვებოდეს დისკუსია, თუმცა საუბარში ვერ შემოდიან, ამიტომ ვისმენთ უტიფარ განცხადებებს, სწორედ ეს აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როდესაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ კრიტიკას, ამას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რასაც ჩვენ დღესაც ვითხოვთ, თუმცა ვერც ისინი, ვერც მათი დიპლომატები და ვერც ის აგენტურა შემოდის დისკუსიაში, რომელთაც ისინი მართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როდესაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ კრიტიკას, ამას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რასაც ჩვენ დღესაც ვითხოვთ, თუმცა ვერც ისინი, ვერც მათი დიპლომატები და ვერც ის აგენტურა შემოდის დისკუსიაში, რომელთაც ისინი მართ…

როდესაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ კრიტიკას, ამას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რასაც ჩვენ დღესაც ვითხოვთ, თუმცა ვერც ისინი, ვერც მათი დიპლომატები და ვერც ის აგენტურა შემოდის დისკუსიაში, რომელთაც ისინი მართავენ, ესენი კი ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან რთულია, შეხვიდე დისკუსიაში ქართველებთან და მოსთხოვო, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიიღონ.

„თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა. რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია. რთულია დისკუსია, როცა ეუბნები ქართველებს, რომ თურმე შეიძლება, იუსტიციის სახლში მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად. რთულია შემოხვიდე დისკუსიაში, როცა ეუბნები ქართველებს, რომ ევროპული ღირებულებაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამ კანონების გაუქმებაზე აქვთ საუბარი უკვე წლებია. რთულია შეხვიდე ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან დისკუსიაში, სადაც ეუბნები ქართველებს, რომ პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, რევოლუციური სცენარები არის ამოხატვის თავისუფლება. რთულია ამის თქმა და მტკიცება ქართველებისთვის. ამიტომ, ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. ისინი არიან ავტორები იმ დიდი აფიორისა, როცა კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“. რთულია, აგიხსნან, რატომ არის ეს კანონი რუსული. ამიტომ ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. სწორედ ასეთი განცხადებები აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ჩვენ ვხედავთ კვლევებს თვითონ ევროკავშირში, რა შთაბეჭდილება და შეხედულებები აქვს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ბრიუსელის ელიტა ეწევა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა: „ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს