ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი: არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად - ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად

შალვა პაპუაშვილი: არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად - ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქარ…

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებებია.

პაპუაშვილის თქმით, დონალდ ტრამპისა და დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებები მკაფიოდ ადასტურებს, რომ აშშ-ის ბიუჯეტისა და USAID-ის ფული სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად იხარჯებოდა.

„თავად ეს ფაქტიც, რომ ჩვენ NGO-ს სახეებს ვხედავთ პოლიტიკაში, მე მგონი, თავისთავად მეტყველებს იმ ბრუნავ კარზე, რომელიც დიდი ხანია სინამდვილეში არსებობს NGO-სა და პოლიტიკას შორის. ასე რომ, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა და რეალობაში ეს არაერთხელ ვნახეთ საქართველოში.

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოსტ-NGO ეპოქა, მოგიტანთ ციტატას დონალდ ტრამპის შვილის მხრიდან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გააზიარა ლათინურ ამერიკაში არჩევნების მონაცემები. დაწერა, რომ - მას შემდეგ, რაც USAID-ი გავანადგურეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენეებს არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მოუგიათ. გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდა NGO-ებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებზე და აქტივისტების ქსელებზე, ისინი ამას დახმარებას ეძახდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო.

თემა ეხება იმას, რომ ლათინურ ამერიკაში ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მას შემდეგ, რაც როგორც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, USAID-ი დაიხურა და ფინანსური წყაროები შეწყდა, უცნაურად ხდება ისე, რომ ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.

როდესაც ამას დონალდ ტრამპის შვილი ამბობს და არანაკლებს ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსის მამაც, რომელმაც USAID-ი სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, მგონი, ამაზე ავტორიტეტული დახასიათება იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე უცხოური დაფინანსების სახით, რთულია წარმოიდგინო.

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს ბოლო-ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს