ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: NGO, არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოგონილი ტერმინია ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ „ჩვენნაირი ქვეყნებისთვის“, რომ დემოკრატია გვასწავლონ

შალვა პაპუაშვილი: NGO, არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოგონილი ტერმინია ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ „ჩვენნაირი ქვეყნებისთვის“, რომ დემოკრატია გვასწავლონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ აცხადებს, რომ ტერმინები: NGO, „არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოება“ ხელოვნურად გამოგონილი ტერმინებია, რომლებიც პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ აცხადებს, რომ ტერმინები: NGO, „არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოება“ ხელოვნურად გამოგონილი ტერმინებია, რომლებიც პ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ აცხადებს, რომ ტერმინები: NGO, „არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოება“ ხელოვნურად გამოგონილი ტერმინებია, რომლებიც პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის შექმნეს.

„ზოგადად, ეს ტერმინი NGO, არასამთავრობო ორგანიზაცია, არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ „ჩვენნაირი ქვეყნებისთვის“ იმისათვის, რომ ჩვენ დემოკრატია გვასწავლონ. თუ შეხედავთ ევროპას, იგივე გერმანული სივრცე რომ ავიღოთ, NGO და სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ ინგლისურიდან მოთარგმნილი სიტყვაა, ასეთი სიტყვა არც ჰქონდათ გერმანიაში.

რაც არის ნორმალურ დემოკრატიებში - არის პროფესიული გაერთიანებები, ინტერესების ლობირების ჯგუფები, შეიძლება იყოს ექიმების გაერთიანება, სხვადასხვა აკადემიური გაერთიანება, რომელიც თავის ინტერესს წარმოადგენს და ეს არის სწორედ ჯანსაღი წარმომადგენლობა. როდესაც არის პირობითად ექიმების ასოციაცია, როდესაც არის მონადირეთა კლუბი, მაგალითად, ადვოკატთა ასოციაცია, ყველაზე გამართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ასე ვთქვათ, რომელიც შედგება ადვოკატებისგან, ირჩევს წარმომადგენლობას და საკუთარი ადვოკატების ინტერესებს წარმოადგენს ყველას მიმართ. ჩვენთან ამის ნაცვლად, ამ NGO-ების გამოგონილი სისტემის თავსმოხვევით, შექმნეს ყველაფრის მკეთებელი NGO-ები, რომლებსაც სახელად ჰქვიათ სამართლიანი არჩევნები და დაკავებული არიან ეკონომიკური საკითხებითაც, დემოკრატიით, არჩევნებით, ყველა საკითხით, რაც კი შეიძლება იყოს. ნებისმიერი რომ აიღოთ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ა.შ. მათ შორის, ბატონი ვახუშტი რომელ ორგანიზაციაშიც იყო, ყველაფერს მოდებულები, რომლებიც დახელოვნებული იყვნენ გრანტის განაცხადების წერაში, გარკვეული ნდობა და ურთიერთობა ჰქონდათ დონორებთან, შესაბამისად ყველაფერში ჩართული, ყველა საკითხში ჩართულები იყვნენ. არავის არ წარმოადგენდნენ, არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს