ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფა…

მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" საუბრისას განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო რომ ის, რომ რასაც გვარამია აკეთებდა, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობდა.

"ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო - ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან - ასეთია პრაქტიკა, ასევ ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც - კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო “ქართულ ოცნებას” აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა - ართმევდა გვარამია “ქართულ ოცნებას” ხმას?" - განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს