ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

ნიკა გვარამია - ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით

ნიკა გვარამია - ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმ…

ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ოპოზიციის ალიანსი რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს და ვისაც უნდა, შეუძლია მონაწილეობის მიღება.

„ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, სამუშაო კი არა, მუშაობის ფორმატი. ვმუშაობთ ჯორებივით. ახლა იქნება პრაქტიკულად, რეგიონში ერთთვიანი გასვლა. მე აქ მომიწევს წინ და უკან სიარული, რადგან პროცესებია. ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, ნუ მიიღებს. არავინ არავის არაფერს ექაჩება“, – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, „პოლიტიკაში ისეთი ბრალდება, რომ ფულის სანაცვლოდ რაღაც გააკეთე და ფული აიღე, მძიმე ბრალდებაა. რატომ სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ასეთი თავდასხმა?“ რაზეც გვარამიამ აღნიშნა:

„ალბათ, ასეა, მაგრამ მე რატომ მეკითხებით? იქ თანაგუნდელები ერთმანეთს თავს ესხმიან და ჩემზე რა გაგიკვირდათ? ეს ჩემთვის აქტუალური თემა არ არის. უკვე გითხარით, რომ ის პოსტი იმიტომ დავდე, რომ თავდასხმებზე აღარ ვუპასუხო. ეს ჩემთვის მომაბეზრებელი და არასერიოზულია. სხვების არასერიოზულობა ჩემი პრობლემა არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს