ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ნინო წილოსანი და გელა სამხარაული რომში სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ

ნინო წილოსანი და გელა სამხარაული რომში სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, რომში გაერო-ს სურსათისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, რომში გაერო-ს სურსათისა და…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, რომში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმში (World Food Forum 2026) მონაწილეობენ.

ფორუმის ფარგლებში, 13 ოქტომბერს საქართველოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართება, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სიტყვით გამოვა.

ღონისძიებაზე საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი აგრარული მემკვიდრეობა, ქართული ენდემური ხორბლის უნიკალური გენეტიკური რესურსები, აგრობიომრავალფეროვნების დაცვის პრაქტიკული გამოცდილება და UNESCO-ს ფარგლებში, ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი აღიარება.

ფორუმში მონაწილეობის მიზანია ქართული ხორბლის კულტურის, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციებისა და რიტუალების, ადგილობრივი ჯიშებისა და უნიკალური გენეტიკური რესურსების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.

სურსათის მსოფლიო ფორუმი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით იმართება. მისი მიზანი აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის ხელშეწყობა, ინოვაციური მიდგომების განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს