ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, რომელშიც მათივე პატრონები აცხოვრებენ

არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, რომელშიც მათივე პატრონები აცხოვრებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატყუარა და ცილისმწამებელი, ცრუკამპანიების შემქმნელი და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური პარტიები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალონ საქართველოში, - განაცხადა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატყუარა და ცილისმწამებელი, ცრუკამპანიების შემქმნელი და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური პარტიები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალონ საქართველოში, - განაცხადა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ…

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატყუარა და ცილისმწამებელი, ცრუკამპანიების შემქმნელი და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური პარტიები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალონ საქართველოში, - განაცხადა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

გორდულაძის თქმით, ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ.

„ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, რომელშიც მათივე პატრონები აცხოვრებენ და ცდილობენ, რომ მათივე მხარდამჭერების დარჩენილი მცირე ნაწილიც ამ სამყაროში აცხოვრონ. ზუსტად იგივე ნარატივია, რაც 2024 წელს ვნახეთ. საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებდნენ, მიდიოდნენ უცხოეთში და უცხოეთიდან აფინანსებდნენ და მართავდნენ პოლიტიკურ კამპანიებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს