ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა?

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან…

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. კერძოდ, ის გამოეხმაურა დავით ქაცარავასა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს, რომლებმაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს პატრიოტიზმი დაუწუნეს და გვარის შემარცხვენელი უწოდეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უმსგავსობებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენი სპორტსმენების მიმართ ახორციელებენ. კერძოდ, ბექაური, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი, 24 წლის ასაკში მან ორჯერ მოიპოვება ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა და იცით ყველამ კარგად, როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მიმართ და როგორ უყვარს სამშობლო. გამოდის პიროვნება, გვარად ქაცარავა, ალბათ გახსოვთ, ეს იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის მართლა უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი გამოდის და პატრიოტ ადამიანზე, ბექაურზე ამბობს ასეთ სიტყვებს. ასეთი უღირსი ადამიანები გვყავს. კიდევ ერთი ადამიანი, მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის თავის გვარს არცხვენსო. ბექაური თურმე არცხვენს თავის გვარს. როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა? იმიტომ გამოდის, რომ ბექაური მართლა უყვარს ჩვენს ხალხს და მართლა გმირია. არა მარტო ბექაური, ყველა ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენი. გამოდიან და აი ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენს სპორტსმენებს. და ნათელაშვილი მართლა ქვეყნის შემარცხვენელია. მე მყავდა ჯემალ ნათელაშვილი ჩემი პირადი მწვრთნელი იყო. აი, იმას არცხვენს და მთელ გვარს არცხვენს, იმიტომ რომ აი ის თავისი ამ მაიმუნობით და მასხარობით ბექაურზე ასეთ რამეს ლაპარაკობს. ამიტომ მე მინდა კიდევ აქედან მივმართო ჩვენს სპორტსმენებს, დიდება მათ მოქმედებას, გმირობა მათ მოქმედებას და ასე წარმატებით გამოვლენ, მე დარწმუნებული ვარ ქვეყნისათვის სასახელოდ“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს