ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ

სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენა…

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვით არაფერი დააკლდებათ და ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს აზიანებენ და მორიგ ჯერზე ადასტურებენ, რომ არც საქართველო უყვართ და არც ქვეყნის წარმატება უხარიათ.

„პირველ რიგში, ვუერთდები შოთა ხაბარელის სიტყვით გამოსვლას და ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას ჩვენს ძიუდოისტებს - ჩვენს მართლაც გმირ გოგონებსა და ვაჟკაცებს.

ისე ვართ განებივრებული მათი წარმატებებით, რომ, როდესაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურში მეორე ადგილი და გუნდური ბრინჯაო არ გვაკმაყოფილებს და უფრო მეტს ველოდებით. ეს სწორედ მათი გმირობისა და დაუღალავი შრომის შედეგია და, უპირველეს ყოვლისა, მათი პატრიოტიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაღებული და დადებული სამშობლოსთვის, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მათ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ლანძღავენ - ისინი მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ საკუთარ არარაობას: იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს