ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 9

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიულ…

ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

„ეს მიდგომა და დამოკიდებულება იმთავითვე იყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი - დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის. იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე, ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან?!“,- აღნიშნა მახაშვილმა.

საუბრისას დეპუტატი ასევე შეეხო ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას და მათ შორის, ევროკავშირის ელჩის მიმართ კითხვას სვამს, რომ „ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვაა ქართველების პატივისცემა და ასე ესმით დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული?“

„ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში დიპლომატიური საფარველის ქვეშ უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილიც. მე უპირველესად ვგულისხმობ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან. და კითხვა მაქვს, თუნდაც ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს დააორგანიზეს ან ევროკავშირის ელჩთან, ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა? ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა? ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული? ქართველების უძველეს ტრადიციას - რთველს ატარებ ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე ან სიკეთეებზე?! ერთადერთი რაც გაგვიხარდა მაშინდელი ღონისძიებიდან, ეს იყო ის, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა. მისგან განსხვავებით საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვს საქმე მის კოლეგა ელჩებს არც მოლდოვაში და არც უკრაინაში. იმედია ამას ეს ადამიანი სათანადოდ დააფასებს.

და ბოლოს, ასევე რა თქმა უნდა, ვერ ავუვლით გვერდს ევროპარლამენტში მიმდინარე იმ სრულიად გაუგონარ, თუმცა უკვე მივეჩვიეთ, პოლიტიკურ შოუს. მაგრამ არც საქართველოს საზოგადოება და არც თავად ევროპარლამენტი მგონი აღარ იმსახურებს უკვე ზედმეტად საუბარს ამ ცირკებზე. ერთადერთი, რაც მკაფიოდ უნდა ითქვას არის, რომ ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს კონფრონტაციულ დაპირისპირების ენას და საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ და არაპროვოცირებულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას, რომელიც გამოხატული იყო საპარლამენტო არჩევნებში და თავზე ნაცრის წაყრა რაღაც სხვადასხვა მაქინაციები ამას არ უშველის. უნდა აღიარონ ხალხის ნება, უნდა პატივი სცენ ხალხის ნებას, პატივი სცენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და შემდგომ შეგვეძლება ჩვენ მათთანაც დიალოგის მაგიდასთან ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დაჯდომა“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს