ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 16

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული…

პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული.

შალვა პაპუაშვილმა ვიეტნამის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში.

ვო თჰი ან სუანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და კულტურის დაცვისკენაა მიმართული.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების პოტენციალი და სექტორული თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ბიზნესის, ინოვაციების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალზე.

ამასთანავე, აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვო თჰი ან სუანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მზად არის, გახდეს ხიდი საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს მომავალ წელს, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთების ახალ დონეზე გადაყვანას.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს