ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და შენ ნუ გააკეთებ, შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და შენ ნუ გააკეთებ, შე…

ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და შენ ნუ გააკეთებ, შენ ხომ რაღაც მეორეხარისხოვანი ერი ხარ”, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თენგიზ შარმანაშვილი ასე აფასებს საფრანგეთში დაინიცირებულ, უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

„ეს ხომ არის ფრანგული კანონი, სიტყვა-სიტყვით რომ გადავთარგმნოთ, მძიმეც რომ არ გადავანაცვლოთ და პარლამენტში მივიღოთ, უცებ გახდება „რუსული კანონი“. ანუ როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების მაჩვენებელია ეს ყველაფერი, თორემ ყველა ქვეყანა თავის შიდაპოლიტიკურ სივრცეს რომ უნდა იცავდეს, ეს სწორი მიმართულებაა”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს