ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ…

თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტირება მოახდინა.

ბერიძე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? მისივე თქმით, საკვირველია, რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა?

„რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით: „არავის საქმე არ არის, როგორი უნდა იყოს ფრანგული და ევროპული კანონი.“ სწორედ ამ განცხადების შემდეგ სრულიად ბუნებრივი კითხვები ჩნდება. თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? ჩვენ კარგად გვახსოვს რა რეაქციები მოჰყვა საქართველოში მიღებულ “გამჭვირვალობის კანონს“, გვახსოვს მწვავე შეფასებები, პოლიტიკური წნეხი, არასამთავრობო სექტორის ნაწილის კამპანიები, ქვეყნის გარედან მართული უპრეცედენტო პროცესი და საზოგადოების დარწმუნების მცდელობა, თითქოს საქართველო დემოკრატიულ გზას სცდებოდა და ევროპულ მომავალზე უარს ამბობდა. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ- თუ საქართველო საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებდა, ამას ექნებოდა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა? და კიდევ ერთი კითხვა: რატომ არ უჩნდებათ კითხვები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ დემოკრატიაზე, სამართლიანობასა და ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ თავად ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები - მათ შორის ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები - არ გამორიცხავენ კომუნიკაციას, მოლაპარაკებებსა და კონტაქტებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან? რატომ არ ისმის ასეთ დროს კატეგორიული შეფასებები? რატომ არ არის შეშფოთება და აღშფოთება? რატომ ვერ ვხედავთ მღელვარე კამპანიებს? სწორედ ასეთ დროს ჩნდება ბუნებრივი კითხვა - საქმე ნამდვილად პრინციპებს ეხება თუ პრინციპების შერჩევით გამოყენებას. თუ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პოლიტიკურ შეფასებას იღებს - მაშინ უკვე ჩნდება კითხვა: საქმე რეალურ პრინციპებს ეხება თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას?“-აღნიშნა ბერიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს