ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

გიგა ფარულავა – მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

გიგა ფარულავა – მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სარჩელზე თავიდანვე ვაცხადებდით და დღესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სარჩელზე თავიდანვე ვაცხადებდით და დღესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“…

საკონსტიტუციო სარჩელზე თავიდანვე ვაცხადებდით და დღესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პარტია თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში უნდა დაამარცხო.

„ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ჩვენს დამატებას ამ საკონსტიტუციო სარჩელში, ეს არის იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ხორციელდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. საზოგადოებამ იცის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურის მიერ არის თეთრი ძაფით ნაკერი. ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიაზე და ეს არის იმ წნეხის გაგრძელება, რასაც მთელი ეს წლებია, „ოცნება“ ახორციელებს პირადად გიორგი გახარიაზე და მის პოლიტიკურ გუნდზე.

ამ საკონსტიტუციო სარჩელით ის შედეგი, რაც პრაქტიკულად მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ – პოლიტიკური პარტიების გაუქმება, დაადასტურა კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, მანანა კობახიძის წასვლამ. მათ მიღებული აქვთ ეს გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი იქნება კატასტროფული შედეგი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება პროცესში მონაწილეობის საკითხს, ამაზე ჩვენ ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად ვმსჯელობთ და ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი“,- განაცხადა ფარულავამ.

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს