ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საა…

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დიალოგი კავკასიის დაკავშირების საკითხზე. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში, ასევე, კავკასიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

მინისტრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა“.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს