ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში - ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში - ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა ამ მიმართულებით უკრაინისა და მოლდოვის მაგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა ამ მიმართულებით უკრაინისა და მოლდოვის მაგ…

კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილმა ამ მიმართულებით უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა.

„ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში, როგორც იმოქმედა ამან უკრაინაში და 18 პარტია აიკრძალა, როგორც იმოქმედა მოლდოვაში და ორი პარტია აიკრძალა. როგორც სურთ, რომ ეს აამოქმედონ სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას.

რაც შეეხება მიზეზებს - საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თითოეული ეს პარტია უკვე წლებია, ჩართულია იმაში, რომ დემოკრატიულად დარჩეული ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით დაამხონ. უკვე რამდენიმე ასეთი მცდელობა ჩაუვარდათ. როდემდე უნდა უთმინოს და უყუროს საზოგადოებამ, როცა ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, ყოველი არჩევნების საბაბად გამოყენებით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე გახლავთ სარჩელის შინაარსში”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს